მედვედევი “ზავთან” დაკავშირებით უკრაინის ლიდერების რეაქციას ეხმაურება – “ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა”
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთის მიერ ე.წ. „საშობაო ზავის“ შეთავაზებაზე უკრაინის ლიდერების რეაგირებას გამოეხმაურა.
როგორც მედვედევი “ტელეგრამში”
წერს “ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა.
“უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს… ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები”, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.