უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკა ჩაატარეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ჩატარდა ხერსონის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, რივნოს ოლქებში არსებულ ეპარქიებში.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძრების ტერიტორიებზე ჩხრეკისას აღმოჩენილია კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა და რუსული სიმბოლიკა.
ამასთან, ხერსონის ოლქში, წმინდა იოანე კრონშტანდტელის ეკლესიაში ნაპოვნია ყოფილი საწყობები საოკუპაციო დაჯგუფებების ქონებით.
უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, ოკუპანტებმა საწყობები მოაწყვეს ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ანატოლი კორნევის ხელშეწყობით, რომელიც უკრაინული ძალების მიერ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ გაიქცა.