აშშ უკრაინას Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს

A US Bradley Fighting Vehicle in Syria in 2022. (Delil Souleiman/AFP/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მორიგ დახმარებას გაუწევს.

როგორც ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, აშშ უკრაინისათვის Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდებას აპირებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს თავიანთი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინის საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით, აშშ აპირებს უკრაინას მიაწოდოს Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხოლო გერმანია აპირებს უკრაინას მიაწოდოს Marder-ის საბრძოლო მანქანები. ორივე ქვეყანა გეგმავს უკრაინული ძალების შესაბამის სისტემებზე მომზადებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები