ზელენსკი: რუსეთს სურს, შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინის წინსვლა შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს სურს, რომ მართლმადიდებლური შობა „საფარად“ გამოიყენოს, რათა აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში უკრაინის წინსვლა შეაჩეროს.

აღნიშნული კომენტარით ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა, რომელიც 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

„ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და საკუთარი ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები ახლოს მოიტანონ ჩვენს პოზიციებთან. რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ კრემლი შესვენებებს იყენებს, რათა ომი განახლებული ენერგიით განაგრძოს.

ომის დასასრულებლად სულ სხვა რამეა საჭირო. საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 36 საათით მაინც მოიკრიბონ სიმამაცე, გათავისუფლდნენ სამარცხვინო შიშისგან კრემლში მყოფი ერთი ადამიანის მიმართ. თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას, რომელიც უკვე ღრმადაა.. მაგრამ არა ბუნკერში“, –  განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები