„თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ“ – პოდოლიაკი უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ პუტინის განკარგულებას ეხმაურება

თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას.

„პირველი – უკრაინა არ ესხმის თავს უცხო ქვეყნის ტერიტორიას და არ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, როგორც ამას რუსეთის ფედერაცია აკეთებს. უკრაინა თავის ტერიტორიაზე მხოლოდ ოკუპანტების სამხედროებს ანადგურებს. მეორე – რუსეთის ფედერაციამ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება „დროებითი ზავი“. თვალთმაქცობა თქვენთვის შეინახეთ“, – წერს პოდოლიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები