გიორგი ანწუხელიძის სახლის რეაბილიტაცია იწყება

სოფელ ალვანში, ქართველი გმირის გიორგი ანწუხელიძის სახლის რეაბილიტაცია იწყება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, სახლში, სადაც გმირულად დაღუპული სერჟანტი გაიზარდა, ახლო მომავალში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. გიორგი ანწუხელიძის დედის განცხადებით, სახლს გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროება, ასევე, შესაკეთებელია სახლის სახურავი. რამდენიმე დღის წინ, სერჟანტთა მომზადების ცენტრის დახმარებით, ალვანში უკვე ჩაიტანეს სამშენებლო მასალები. მშენებლებს სახლის რეაბილიტაციაში ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც დაეხმარებიან.
დღეს გიორგი ანწუხელიძეს 30 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი სერჟანტი 24 წლის ასაკში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები