სოფელ ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
სოფელ ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოვიდა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.