რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 24-25 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„24-25 ივლისი“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
შეგახსენებთ, რომ მხარეებმა სტამბოლში ორი შეხვედრა გამართეს. შედეგად, ტყვეების გაცვლა მოხდა და დაღუპული უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები უკრაინას გადაეცა. მოსკოვმა და კიევმა ასევე გაცვალეს მემორანდუმების პროექტები კონფლიქტის მოგვარების შესახებ.