ირაკლი კობახიძე: ყველა აღიარებს, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ეს მკაფიოდ გამოითქვა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მათ შორის, იქ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ ოპოზიციურ განწყობას

ყველა აღიარებს, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ეს მკაფიოდ გამოითქვა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მათ შორის, იქ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ ოპოზიციურ განწყობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა პირობა იქნება მომავალში შექმნილი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს.

„ყველა აღიარებს, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოითქვა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან. მათ შორის, იქ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ ოპოზიციურ განწყობას. ბიზნესს როცა ეხება საქმე, აქ არის წითელი ხაზი – არავითარი დისკრიმინაცია, შეზღუდვა და ა.შ. ბიზნესი იქნება სრულიად თავისუფალი მომავალშიც და ისარგებლებს თანასწორად ყველა იმ უფლებით, რაც ნებისმიერ სხვა ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს, ყოველგვარი დისკრიმინაციის, ჩარევის და შეზღუდვის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას დ ამას ყველა ბიზნესმენი აღიარებდა, ვინც იყო წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე და რომელიც გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს. ჩვენ დავპირდით ბიზნესმენებს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოვხატავდით ყურადღებას. დაინიშნა ახალი მინისტრი – ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი და რა თქმა უნდა, მანაც დაადასტურა სრული ღიაობა ბიზნესთან თანამშრომლობის მიმართ. ყველა პირობა იქნება მომავალში შექმნილი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ბიზნესზე დგას ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა. სახელმწიფოს ფუნქციაა, ამისათვის საუკეთესო გარემო შექმნას, მაგრამ უშუალოდ სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ადამიანებს ასაქმებს, ზრდის ეკონომიკის სიმძლავრეს და ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს მხარდაჭერა. ეს იყო საერთო სულისკვეთება, რომელიც ამ შეხვედრაზე დაფიქსირდა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები