უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში 80 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩატარდა – “დიდი შვიდეული” შედეგებზე შეშფოთებას გამოთქვამს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, “ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე (НАБУ) რუსული გავლენის ნეიტრალიზაციის” მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარა.

ჩხრეკა 80-მდე ადგილას ჩატარდა. უკრაინული მედია წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა, ამიტომ თანამშრომლებს სახელმწიფოს ღალატში, რუსეთთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებში კორუფციულ ქმედებებსა და სხვა დანაშაულებში სდებენ ბრალს.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა „დიდი შვიდეული“ და შეშფოთება გამოთქვა.

„დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში (NABU) მოვლენების განვითარებას, მათ შორის რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესს. შევხვდით ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები და ამ მოვლენების მთავრობის ლიდერებთან განხილვას ვაპირებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები