,,ძლიერმა წვიმამ ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის არსებულ ღელეებზე წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც ღორღის მასა ჩამოიტანა გზაზე, შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა”,- ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
„ძლიერმა წვიმამ ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, არსებულ ღელეებზე გამოიწვია წყლის დონის მატება, რამაც ჩამოიტანა ღორღის მასა გზაზე, შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა და ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე მუნიციპალიტეტის მიერ. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება საავტომობილო მიმოსვლა, თუმცა კომპანიები გააგრძელებენ მუშაობას, რომ სრულად მოწესრიგდეს იქ არსებული ვითარება“, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.