25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

25-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ღაზაში ომი „ახლავე უნდა დასრულდეს“ და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას.

ხელმომწერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ „ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ სიღრმეებს მიაღწია“ და დაგმეს „დახმარების წვეთოვანი მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, არაადამიანური მკვლელობა, რომლებიც ცდილობენ დაიკმაყოფილონ წყლისა და საკვების ყველაზე ძირითადი საჭიროებები“.

„ისრაელის მთავრობის დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზის მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს.

ისრაელის მთავრობის მიერ სამოქალაქო მოსახლეობისთვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების აღკვეთა მიუღებელია. ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები