სოფელ ზარზმასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ.ზარზმა), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად.