სასჯელაღსრულების სამინისტრო ნანა კაკაბაძეს განცხადებით პასუხობს

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ნანა კაკაბაძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უწყება უფლებადამცველს განცხადებით პასუხობს.
„2014 წლის 10 თებერვალს ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ მედიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საპროტესტო ტალღამ გეგუთის ციხიდან რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაინაცვლა და პროტესტის ნიშნად, შიმშილობა 16-მა ქალბატონმა დაიწყო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რუსთავის #5 დაწესებულებაში 16-მა მსჯავრდებულმა ქალბატონმა შიმშილობა 2014 წლის 5 თებერვალს დაიწყო, დღევანდელი მონაცემებით, შიმშილობას 9 ქალბატონი განაგრძობს და ისევე როგორც შიმშილობის დაწყებისას, დღესაც, მათი პრეტენზიები პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს უკავშირდება. მსჯავრდებულების განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი თითქოს არაეფექტიანად ფუნქციონირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 5 თებერვალს გააკეთა განცხადება და კონკრეტული სტატისტიკაც მოიყვანა: 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე 300 მსჯავრდებული ქალბატონი გათავისუფლდა. მაშინ როდესაც, მანამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე, ანუ 2 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით მხოლოდ 40 ქალი გათავისუფლდა. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით, მიმდინარე წლის 30 იანვარსა და 3 თებერვალს დაწესებულება კიდევ 5-მა ქალბატონმა დატოვა. მათ შორის 2 – კომისიის, ხოლო 3 – ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
ვთხოვოთ ქალბატონ ნანა კაკაბაძეს, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების საპროტესტო ტალღად მონათვლისგან“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები