ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენი მიზანი არ არის გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება

“ჩვენი მიზანი არ არის გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება,”- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ნებისმიერ ელჩთან ურთიერთობაში ჩვენი მიზანი რა არის? ელჩი ხიდი იყოს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. თუ ის ამ კონსულტაციების შემდეგ ამ პოლიტიკის და პრაქტიკის გატარების მიზნით ჩამოდის, ჩვენთვის სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს შინაარსს. ყველა ქვეყანას უნდა, რომ ელჩი თავის ფუნქციებს ასრულებდეს და არა ოპოზიციურ საქმიანობას ახალისებდეს. ყველა ქვეყანას უნდა, რომ თავისი პრესტიჟიც შეინარჩუნოს. მზად ვართ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას ხელი გავუწოდოთ. ჩვენი მიზანი არ არის გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება. გვაწუხებს და მომავალშიც შეგვაწუხებს, თუ ელჩი უარყოფითი პრაქტიკის დამნერგავი იქნება. დადებით პრაქტიკას თუ დანერგავს, რა გვარის კაციც უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები