სინგაპურმა ინტერნეტ-თაღლითებისთვის გაროზგვა დააწესა
სინგაპურის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ინტერნეტ-თაღლითობის საქმეში ბრალდებულებს გაროზგვა ემუქრებათ.
როგორც The Washington Post-ი იუწყება, კანონის მიზანია, ონლაინ-თაღლითობების სწრაფად მზარდ ტალღასთან ბრძოლა, რომელმაც 2020 წლიდან ქვეყანაში თითქმის 4 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.
ახალი წესების მიხედვით, ინტერნეტით ან ელექტრონული გზით ორგანიზებულ თაღლითურ სქემებში მონაწილე პირებს, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სხეულის დასჯაც, გაროზგვა დაეკისრებათ.
სინგაპურის შს სამინისტროს განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს „შეკავების ეფექტის გაძლიერებას“ და საზოგადოების დაცვას „მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილი კრიმინალებისგან“. ხელისუფლების განმარტებით, გაროზგვა მხოლოდ მამაკაც ბრალდებულებს შეეხება და გამოყენებული იქნება კონკრეტულ კატეგორიებში განსაზღვრული დანაშაულებისათვის.
ადამიანის უფლებების ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ გაროზგვა წარმოადგენს ფიზიკურ წამების ფორმას და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.