“ბოიკოტი თავიდანვე იყო დიდი შეცდომა” – ვიკა ფილფანი
“არ შეიძლება, სახელმწიფოში არჩევნებს გამოუცხადო ბოიკოტი, რადგან არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა”, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
“ბოიკოტი თავიდანვე იყო დიდი შეცდომა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეებს არაერთხელ აქვთ ნანახი ის შედეგები, რომელიც მოიტანა მსგავსმა უპასუხისმგებლო ქმედებებმა,” – განაცხადა ფილფანმა.