„თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი დიდი შეცდომა იყო, ხოლო მშვიდობიანი დამხობის მცდელობა – უპასუხისმგებლო პროვოკაცია” – გიორგი შარაშიძე

„თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი დიდი შეცდომა იყო, ხოლო მშვიდობიანი დამხობის მცდელობა – უპასუხისმგებლო პროვოკაცია”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, დრო გამოაჩენს, ვის რა მიზანი ჰქონდა.

“შედეგად, ამ ყველაფერმა „ქართული ოცნება“ ყველა მიმართულებით გააძლიერა. გამოდიოდე, ოპოზიციონერობაზე თავს დებდე და სხვის ოპოზიციონერობაში შეგქონდეს ეჭვი, მაგრამ ამ დროს, საკუთარი ქმედებებით „ქართულ ოცნებას“ აძლიერებდე, რას ნიშნავს? საზოგადოებამ კითხვა დასვას, ვინ არის რეალური ოპოზიციონერი“, – განაცხადა შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები