არჩილ გორდულაძე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან სამწუხაროდ დღეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან სამწუხაროდ დღეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

„გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან სამწუხაროდ დღეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება რა თქმა უნდა საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება ამ ფატების სამართლებრივ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო სამსახურების საქმე და ყველა აქვს შესაძლებლობა, რომ სამართლიანი სასამართლოს არსებობის შედეგად, თავიანთი პოზიციები დაიცვან სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები