ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: დაინახეს, რომ მათი უგვანო პოლიტიკა ფიასკოთი დამთავრდა და ახლა,განტევების ვაცებს ეძებენ
“დაინახეს, რომ მათი უგვანო პოლიტიკა ფიასკოთი დამთავრდა და ახლა,განტევების ვაცებს ეძებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი უკანონობა და ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია.
“ახლა გაჰყვეს და ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ ლიდერებში მოიკვლიოს, ვინც ეს გააკეთა. თურმე, რუსული სპეცოპერაციის აღმსრულებლები ყოფილან“, – თქვა ქადაგიშვილმა.