ოსკარ უაილდის „ვარსკვლავბიჭუნას“ საახალწლო პრემიერა

ილიაუნის თეატრში ჯადოსნური, საახალწლო დღეები დაიწყო. 3, 4, 5, 6, 7, 8, 10, 11, 12, 13, 15, 17, 18, 19 იანვარს, ილიაუნის თეატრში  ოსკარ უაილდის „ვარსკვლავბიჭუნას“ პრემიერაა წარმოდგენილი.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოსკარ უაილდის ზღაპარი  სინანულისა და სიყვარულის ძალაზეა, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ჩვენი გალამაზება…
შინაარსი:
იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იყო ერთი ბიჭი. ბიჭი ერთ ბნელ და ქარიან ღამეს თითქოს ციდან ჩამოვარდა, მერე ტყის მჭრელმა იპოვა და სახლში წაიყვანა. ძალიან ლამაზი, მაგრამ უგულო და ამპარტავანი გაიზარდა, მე ვარსკვლავის შვილი ვარო, ამბობდა და მის მოსაძებნად მოსული დედა არ მიიღო…
არ მიიღო და ბიჭუნას სილამაზეც გაქრა. ის, ვისაც დედა არ უყვარს, ლამაზი ხომ ვერ იქნება?!
სამი წელი დაეხეტებოდა ვარსკვლავბიჭუნა ქვეყნად, მაგრამ ვერსად ნახა ვერც თანაგრძნობა და ვერც სიბრალული. სამყაროც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მან შექმნა – ცივი და გულქვა. და მხოლოდ როდესაც ბიჭუნას გულში სინანულმა და სიყვარულმა დაისადგურა, სამყარომაც იცვალა ფერი.
ზღაპარზე იმუშავეს: რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა,  მხატვარმა ელისაბედ ჭიჭინაძემ.
მუსიკალურად გააფორმა ნინო სიხარულიძემ;
ქორეოგრაფი – ქეთი ასათიანი;
ტექნიკური  რეჟისორი – თამუნა კამლაძე.
ზღაპარს მოყვებიან მსახიობები: ზუკა პაპუაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, მაია ხორნაული, ირაკლი ჩხიკვაძე,
ანდრია ვაჭრიძე და სტუდია „ეტ-ცეტერას” მოსწავლეები: ელენე ახალაძე, ელენე ჭავჭავაძე, თათუ უშვერიძე,
ნინი მაჭავარიანი,  საბა კენჭუაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები