„იარაღები ეწურებათ“ –  დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მარაგში S-300 რაკეტები, მაგრამ სხვა ტიპის იარაღი ეწურება.

Kyiv Post-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთს დიდი რაოდენობით რაკეტების წარმოება არ შეუძლია.

„და მათ იარაღი თანდათან ეწურებათ. ერთადერთი, რაც მათ საკმარისი რაოდენობით აქვთ, არის რაკეტები S-300-ისთვის. მაგრამ ისინი მხოლოდ მცირე მანძილზე დაფრინავენ. სწორედ ამიტომ აწარმოებს რუსეთი ირანთან მოლაპარაკებებს რაკეტების მიწოდებაზე. დღემდე მათგან მიღების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ შევიტყობთ“, – თქვა დანილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია ახალი რაკეტების წარმოება, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.

„ეს არის ტექნოლოგიურად რთული პროცესი. ამჟამად წარმოებისთვის საწყობებში ნაწილების ნარჩენები გამოიყენება. ჩვენ ვიცით რამდენი რაკეტის დამზადება შეიძლება. თუ სრულიად ახლები გამოჩნდება, მაშინ ვიტყვით, რომ სანქციები არ მუშაობს. დღეს ამის თქმა არ შეგვიძლია“, – განმარტა დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები