მედია: ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა
Sputnik Belarus-ის ინფორმაციით, ბელორუსის ტერიტორიაზე S-300 კომპლექსის უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
„დღეს, 10:00-დან 11:00 საათამდე, ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინის ტერიტორიიდან S-300 რაკეტის ჩამოვარდნა დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ, ქვეყნის მეთაურს ეცნობა”, – ნათქვამია სააგენტოს ტელეგრამ-არხზე.
აღნიშნულია, რომ საგამოძიებო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სპეციალისტთა ჯგუფი რაკეტის ჩამოვარდნის მიზეზს ადგენენ.
„არსებული ინფორმაციით, განიხილება მომხდარის ორი ძირითადი ვერსია: რაკეტა შემოფრინდა ბელარუსის ტერიტორიაზე, ისევე როგორც პოლონეთში, როდესაც არასწორი მიმართულებით გაფრინდა; ან ბელარუსის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ არის ჩამოგდებული“, – იუწყება სააგენტო.