კიევში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 წლის მოზარდია(ფოტო)
კიევში რუსი ოკუპანტების დღევანდელი იერიშის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, მათ შორის 14 წლის მოზარდია.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ დაწერა.
არსებული ინფორმაციით, რაკეტები იმ კერძო სახლებს მოხვდა, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევთან დღეს სულ 16 რაკეტაა ჩამოგდებული.
რაც შეეხება კიევის რეგიონს, როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ დაწერა, იერიშის შედეგად რამდენიმე შენობაა დაზიანებული, ასევე დაზიანდა კერძო სახლები, რომლებშიც მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა სახურავი.
ასევე, გლევახაში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა.
დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე ინფორმაციით, კიევის რეგიონში, დაახლოებით 180 000 აბონენტი ელექტრომომარაგების გარეშე რჩება.