სოფლის ექიმებისათვის რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოფლის ექიმებისათვის რეცეპტის (ფორმა N3) ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადებული სოფლის ექიმები, თავიანთ რეგიონებში საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან კოლეგებს რეცეპტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლები ყოველდღიურად გავლენ რეგიონებში და სამედიცინო საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან მედიკამენტის რეცეპტით გაცემის წესთან დაკავშირებით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს სემინარების ოთახი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს (ექიმი სპეციალისტი, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, კლინიკის მენეჯერი) ექნება საშუალება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეცეპტებთან (ფორმა N3) დაკავშირებით.
სემინარები გაიმართება ყოველდღე 12:00; 14:00; 16:00; 18:00 საათზე. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს.