ლენტეხი-მელეს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ლენტეხი-მელეს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ დროისათვის, კვლავ შეზღუდულია მოძრაობა მელე-ცანისა და ლენტეხი-ბავარის მიმართულებით. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება.
უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურასაც. დაზიანებულ მონაკვეთებზე გზების გაწმენდისა და აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი უახლოეს პერიოდში სრულად აღმოიფხვრას.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობიან მხარის რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები