მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილის არ დასწრება ელჩების კონფერნეციაზე მგონია, რომ იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის

მგონია, რომ ეს იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის, ოღონდ მიზეზი გაუგებარია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.

მისი თქმით, ეს იყო ფორმალური მიზეზი, რომელიც მართებულად და სწორად არ იქნა შერჩეული.

„მგონია, რომ ეს იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის, ოღონდ მიზეზი გაუგებარია. როგორც ჩანს, ეს იყო ფორმალური მიზეზი, რომელიც მართებულად და სწორად არ იქნა შერჩეული. ჩემთვის გაუგებარია ნამდვილი მიზეზი. როგორც ჩანს, ეს იყო პროტესტის დაფიქსირება, გინდათ დემარში დავარქვათ, გინდაც სხვა რამ. ფაქტია, რომ სხვა პოზიცია იყო, რომლის თქმაც სურდა და პირდაპირ არ თქვა. მე ვფიქრობ, ვერც დასახელებული მიზეზი იყო სწორად შერჩეული და ვერც მის მიღმა ნამდვილი მიზეზია გასაგები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები