რუსეთს აკლია სახსრები და პერსონალი თავდაცვითი პოზიციების მონიტორინგისთვის – ბრიტანული დაზვერვა
რუსული ჯარი ოქტომბრიდან, ძირითადად ფრონტის ხაზის ბევრ მონაკვეთზე თავდაცვითი პოზიციების აშენებაზეა გადასული.
ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ეს სამუშაოები მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების დამატებითი ველების დამონტაჟებას, რაც თითქმის, სცილდება რუსეთის დოქტრინულ მითითებებს.
თუმცა, ნაღმების ველები ეფექტური დაბრკოლებაა გაწვრთნილი ჯარისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ცეცხლით და დაზვერვით არიან დაცული.
„რუსული ჯარების მთავარი პრობლემა, სავარაუდოდ, იქნება ახალი დანაღმული ველების დიდი ტერიტორიების ეფექტური მონიტორინგისთვის სათვალთვალო აღჭურვილობის და გაწვრთნილი პერსონალის ნაკლებობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.