“სამწუხაროა, რომ ბერლინში გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა“

სამწუხაროა, რომ ბერლინში გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფანჯიკიძე ეთანხმება პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქართველოს რუსეთთან იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა არ აქვს, რომ სანქციას აზრი ჰქონდეს.
“სამწუხაროა, რომ ბერლინში გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სწორედ ასეთი შეხვედრებით და დიპლომატიური ძალისხმევით უნდა მოხდეს სიტუაციის დარეგულირება”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
უკრაინის კრიზისის დარეგულირების შესახებ ბერლინში ოთხმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები