„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება მცდელობა, რომ დააბრკოლონ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა” – მახაშვილი
“ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ, როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განუცხადა.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება მცდელობა, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად დაძაბონ, ხელი შეუშალონ, დააბრკოლონ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა “, – აღნიშნა მახაშვილმა.