ირაკლი ქადაგიშვილი: პოლარიზაციის შემცირების ყველაზე კარგი გზაა, როდესაც ის არ იქნება წაქეზებული მათ შორის ისეთი მოვლენებით, როგორიც არის სპეკულაციები სააკაშვილის გარშემო

“პოლარიზაციის შემცირების ყველაზე კარგი გზაა, როდესაც ის არ იქნება წაქეზებული მათ შორის ისეთი მოვლენებით, როგორიც არის სპეკულაციები მიხეილ სააკაშვილის გარშემო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რიგი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, მათ შორის ოპოზიციის მხარდაჭერითაც. ორი ძირითადი საკანონმდებლო აქტი გვრჩება, რომლის მიღებასაც ველოდებით. ერთი ეხება ანტიოლიგარქიულ კანონს, რომელიც ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი. მეორე არის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც ასევე ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი. პოლარიზაციის შემცირების ყველაზე კარგი გზა არის, როდესაც ის არ იქნება წაქეზებული მათ შორის ისეთი მოვლენებით, როგორიც არის სპეკულაციები მიხეილ სააკაშვილის გარშემო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები