სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც მისი სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, აქციის ფონზე მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე არ იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და არც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რის შესაბამისადაც იმოქმედებენ. ისინი არ გამორიცხავენ რომ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყოს.