შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს და ექიმების ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი

“საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი ე.წ. მეგობრების ინტერესია, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამით რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის რომ დანაშაულისთვის სასჯელი არსებობს, მარტივი ჭეშმარიტებაა.

„მიხეილ სააკაშვილს და მისი მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, არ უნდათ რომ მოიხადოს სასჯელი, იმისთვის რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. მას არ უნდა პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე. უბრალოდ არ უნდა, რომ იყოს ციხეში. აქედან გამომდინარე, უკვე ერთი წელია ვაკვირდებით, რომ ის ცდილობს ყველაფერს, რათა მოძებნოს რამე მიზეზი თავი დააღწიოს სასჯელს. დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ამ დანაშაულებისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ და სტრასბურგის სასამართლომაც იგივე თქვა, 6 წელი მიუსაჯა. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რომ დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს სასჯელი, რაც მას ეკუთვნის გირგვლიანს მკვლელებისთვის ხელის დაფარებისა და ვალერი გელაშვილის ცემისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები