მაია სანდუ: მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება მისცენ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„შეშფოთებული ვარ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რაც გამოწვეულია მისი პატიმრობის პირობებით.

მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება მისცენ“, – წერს მაია სანდუ Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები