“შუქი ხან არის, ხან არა, მთავარია შინაგანი სინათლე იყოს” – ზელესნკიმ ბახმუტში უკრაინელ სამხედროებს ჯილდოები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტში ფრონტის ხაზზე უკრაინელი მეომრები მოინახულა.

ფაქტის ამსახველ კადრებს უკრაინის სახელმწიფო ტელეკომპანია Freedom ავრცელებს.

გამოქვეყნებულ კადრებში ​ ზელენსკი სამხედროების გარემოცვაში დგას.

“ვფიქრობ, რომ ბახმუტის გმირებმა უნდა მიიღონ იგივე, რასაც ყველა ადამიანი იღებს. ვუსურვებ, მათ შვილებს, ოჯახებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ – სითბო, ჯანმრთელობა. ვუსურვებ, რომ შუქი იყოს, მაგრამ ისეთი რთული ვითარებაა, რომ შუქი ხან არის, და ხან არა. მთავარია, შინაგანი სინათლე იყოს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები