ჟოზეფ ბორელი ირანის მიერ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას გმობს
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანის მიერ რუსეთის მხარდაჭერას და ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს გმობს.
ამის შესახებ დიპლომატმა “ტვიტერში” დაწერა.
„იორდანიაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდულაჰიანთან შეხვედრაა აუცილებელი ირანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე. ხაზგასმულია რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერისა და ირანში შიდა რეპრესიების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობა. შევთანხმდით, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაცია და აღვადგინოთ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, ვენის მოლაპარაკებებზე დაყრდნობით”, – დაწერა დიპლომატმა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 21 დეკემბერს იორდანიაში რეგიონული კონფერენცია გაიმართება.