შემოსავლების სამსახურში ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტელექტუალურ ტურნირში შემოსავლების სამსახურის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დეპარტამენტიდან 23 გუნდი მონაწილეობდა.

თამაშში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აღნიშნული თამაშის მიზანია, თანამშრომელთა კიდევ უფრო მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
I ადგილი: ანალიტიკური დეპარტამენტის გუნდი „რისკ ფაქტორი“
1. აკაკი ჩხაიძე (კაპიტანი)
2. ელენე ჯიბუტი
3. ირენ ბარდასარიანი
4. არსენ თევდორაშვილი
5. ელზა ტოროლოვი
6. დიმიტრი გვარელი

II ადგილი: აუდიტის დეპარტამენტის გუნდი ,,გლეხები”
1. ნოდარ წიწრიაშვილი (კაპიტანი)
2. ლევან შაქარაშვილი
3. თორნიკე ტალახაძე
4. კახაბერ ბარბაქაძე
5. ლანა რევია;
6. თამაზ მაისურაძე;

III ადგილი: მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გუნდი „Veni Vidi“
1. არჩილ მამულაშვილი (კაპიტანი)
2. ლიკა ჩოფურიანი
3. მაია ნიშნიანიძე
4. მადონა ბეჭვაია
5. ანა კუხალეიშვილი
6. დავით გრიგალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები