მეუფე ნიკოლოზი – სააკაშვილზე: ადამიანის უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია – მთელ სხეულზე ზეთი წავუსვი, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ, უნდა იმკურნალოს

“გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია”,- ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კლინიკა “ვივამედში” პატიმარი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილმა უცხოეთში უნდა იმკურნალოს.

„ამ ბოლო დროს, ჩვენი საუბარი, ძირითადად, ამქვეყნიურ ამბებს არ ეხება, ეხება სულიერ საკითხებს. ამასწინათაც გამოვაცხადე და ახლაც უნდა ვთქვა, ჩემი პირადი სურვილია, ამ ადამიანმა გააგრძელოს უცხოეთში მკურნალობა. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. ეს 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მთლიანად წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს. მთელი ამ საიდუმლოს დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული. გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია. რამდენიც შევდივარ, იმდენჯერ ვამბობ, რომ უარესად მხვდება. შეუძლებელია ამ ორი საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როცა მასზე ასეთ ძლიერ ლოცვებს კითხულობ. ჯანმრთელი ადამიანიც კი თვალს დახუჭავს და ისე მოისმენს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები