ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ალბათ, ყველამ ნახა, თუ როგორ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას – მოწყალება უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით, შობის დღესასწაულზე. ის, რაც ახლა მიხეილის თავს ხდება – დაცინვაა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან მოითხოვა იყოს მიღებული გადაწყვეტილების, რომელსაც შეეძლება სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

“გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, სხვა ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ასეთი კეთილი ნაბიჯი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები