პუტინმა და ლუკაშენკომ მინსკის სამიტზე საჯარო კომენტარებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს

Russian President Vladimir Putin and Belarusian President Alexander Lukashenko attend the talks in Minsk, Belarus, Monday, Dec. 19, 2022. (Pavel Bednyakov, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ სამიტზე საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს.

პუტინის თქმით, ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა.

ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი „მოუსმენს გონიერების ხმას“, რათა უსაფრთხოებაზე დიალოგი განახლდეს.

ლუკაშენკომ ასევე ახსენა ეკონომიკური ურთიერთობები და განაცხადა, რომ „ერთობლივი მუშაობის წყალობით რუსეთმა და ბელორუსმა მოახერხეს სანქციების ზეწოლის შესაძლო უარყოფითი შედეგების დაძლევა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები