ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.

ზედა ზღვრის ამოქმედება შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლიდან. შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება ქვეყნების მიერ წერილობით, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები