“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე უკრაინაში გენერატორებს გზავნის, რომლებსაც რუსული წარწერა, “урал» აქვს. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან, პარტიის სახელით და მეგობარი კომპანიების დახმარებით, უკრაინაში ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით მედიასთან თავად ისაუბრა.
როგორც პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან და მათ მიმართ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
„პარტია „ლელოს“ სახელით, დღეს იგზავნება საკმაოდ სოლიდური ტვირთი, ეს არის ძირითადად გენერატორები, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. იცით, რომ მათ მძიმე ზამთარი აქვთ. ისინი თავიანთი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გარშემო ჩვენი მეგობრების სურვილი, ენთუზიაზმი არ ნელდება. ჩვენ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში გამარჯვებამდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“კვირა” კომენტარისთვის მამუკა ხაზარაძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პარტიის პრესსამსახურმა, სადაც აცხადებენ, რომ გასაგზავნი გენერატორები ჩინური წარმოებისაა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, არსებობს, თუმცა პარტიას დოკუმენტაცია არ გაუსაჯაროებია.