ირაკლი ზარქუა – “ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ტრაგიკომედიაა – ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები ტრაგიკომედიაა.

“ტრაგიკომედიაა, რა. ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა. მე მაგალითად მგონია, რომ ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლებოდა, ყოფილიყო ბატონი გუბაზ სანიკიძე, იმიტომ რომ მან დაიწყო პირველი შეტევა ამ თავიანთი უმოქმედობიდან. პირველმა მან ამოიღო ხმა. მე ფავორიტი მყავს ამ ბრძოლაში. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ვისურვებდი, რომ ღია და გამჭვირვალე იყოს პროცესი“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები