კიევში 20 დეკემებერს მეტროსადგურები “კრეშჩატიკ” და “მაიდან ნეზალეჟნოსტი” გაიხსნება
კიევში ხვალ, 20 დეკემბერს მეტროსადგურები – “კრეშჩატიკი” და “მაიდან ნეზალეჟნოსტი” გაიხსნება.
ამის შესახებ მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული მეტროსადგურები 20 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიხურა.
ცნობისთვის, კიევის 19 მეტროსადგურში აღჭურვილია პუნქტები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მობილური ტელეფონების და სხვა გაჯეტების დამუხტვა.