გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იური ნოზაძემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა კორეაში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია, რაც ექსპორტის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. იური ნოზაძემ ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხზე გაამახვილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ „Busan World Expo 2030“-ის კორეის რესპუბლიკაში ჩატარების იდეის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები