Reuters: ჩინეთის მიერ კოვიდშეზღუდვების გაუქმებამ შესაძლოა, 2023 წელს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს

ჩინეთის მიერ კოვიდშეზღუდვების სრულად გაუქმებამ შესაძლოა, 2023 წელს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. როგორც Reuters წერს, ასეთ პროგნოზს მონაცემებისა და ჯანმრთელობის შეფასების ამერიკულ ინსტიტუტში აკეთებენ.

მათივე პროგნოზით, ვირუსი პიკს 1-ელი აპრილისთვის მიაღწევს და ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 322 ათასი იქნება. მონაცემებისა და ჯანმრთელობის შეფასების ამერიკული ინსტიტუტის პროგნოზით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნის მესამედი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ უპრეცედენტო საპროტესტო აქციების ფონზე უმკაცრესი კოვიდრეგულაციები ცოტა ხნის წინ გააუქმა და ამჟამად ინფიცირების მწვავე ზრდა შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები