ილონ მასკმა „ტვიტერზე“იმ რეპორტიორების ანგარიშები აღადგინა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაბლოკა

მილიარდერმა ილონ მასკმა იმ რეპორტიორების „ტვიტერის“ ანგარიშები აღადგინა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაბლოკა.

როგორც Reuters წერს, მასკმა აღნიშნული გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც ანგარიშების დაბლოკვას აშშ-ის ხელისუფლების, ევროკავშირის წარმომადგენლების, ჟურნალისტების უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და მას ბრალი მედიის თავისუფლების შეზღუდვაში დასდეს.

ცნობისთვის, სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“, CNN-ისა და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები მას შემდეგ დაბლოკა, რაც ჟურნალისტებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები