აშშ უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას უზრუნველყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის საფუძველზე განაცხადა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო.
„ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღჭურვილობა და სხვა დახმარება, რათა რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებული გათბობისა და ენერგეტიკული ობიექტები სწრაფად აღადგინოს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ მზად არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ, კერძოდ, უზრუნველყონ საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინელი ხალხის ეფექტური მხარდაჭერისთვის.