ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონია

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ტალახაძემ ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.

გუშინვე, 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვერცხლის მედალი გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები