შოთა გულბანი: კრიტიკოსთა არგუმენტი, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, არ შეესაბამება სიმართლეს – მშპ-ის ზრდის ერთ-ერთი ცხადი ბენეფისია ხელფასების ზრდა

კრიტიკოსთა არგუმენტი, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მშპ-ის ზრდის ერთ-ერთი ცხადი ბენეფისია ხელფასების ზრდა, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შრომის ბაზარზე ანაზღაურების კუთხით პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება.

“საქსტატის უახლესი მონაცემების თანახმად, შრომის ბაზარზე ანაზღაურების კუთხით პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება.

კერძოდ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით გაიზარდა და 1,595.0 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით).

უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასების მატება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებთან. 2022 წელი ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლების კუთხით აშკარად გამორჩეულია. მოსალოდნელია მშპ-ს ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება. ასევე, პოზიტიური მოლოდინებია 2023 წლისთვისაც როგორც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე – ადგილობრივი კვლევითი ინსტიტუტების მხრიდან.

კრიტიკოსთა არგუმენტი, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მშპ-ის ზრდის ერთ-ერთი ცხადი ბენეფისია ხელფასების ზრდა”, – წერს გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები